დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის დაფუძნება

სიახლეებიNo Comments

You are here:დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის დაფუძნება

2021 წლის დეკემბრის თვეში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია – „დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი“

იგი ახალი შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა და გამოცდილი კადრებით, რომელთაც აქვთ მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორშიც, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციებში.

ჩვენი მიზანია:

  • საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის: ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკანონმდებლო  და სხვა სახელმწიფო ორგანოების მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და გაძლიერება;
  • აგრეთვე, ღია მმართველობის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების ღიაობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
  • კანონის უზენაესობის, სამართლიანი მართლმსაჯულების, სამართლიანი და ობიექტური გამოძიების, საპროკურორო საქმიანობის და სასამრთლო ხელისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • კრიმინოლოგიური კვლევებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა;
  • დანაშაულის პრევენციის, საპატიმრო, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, არსებული სისტემის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების დაცვა მართლმსაჯულების სისტემაში და მის გარეთ, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომისა და პროგრამების საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია, განვითარება და მხარდაჭერა;
  • ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, საერთაშორისო კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ბავშვებისა, ახალგაზრდების, ქალების, ეროვნული, ენობრივი, ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება, მხარდაჭერა, განვითარების ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
  • საზოგადოებრივი მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება.

About the author:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Top