კრიზისის მართვა არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აღსრულების პროცესში

სიახლეებიNo Comments

You are here:კრიზისის მართვა არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აღსრულების პროცესში

მიმდინარე წლის 20 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაციის – ციხის საერთაშორისო რეფორმის ინიციატივითა და ძალისხმევით საინტერესო შეხვედრა შედგა პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პროცესში კრიზისის მართვისა და კრიზისისთვის მზაობის საკითხებზე.
შეხვედრაში მონაწილეობა ევროპისა და აზიის ქვეყნების სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინტიტუტის ხელმძღვანელმაც.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სისტემაში კრიზისის მართვის 10 პუნქტიან გეგმას, რომელიც ციხის საერთაშორისო რეფორმის მიერ მომზადდა COVID-19 პანდემიის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მოიცავს ისეთ პუნქტებს როგორიცაა:

  • პატიმრობის მაჩვენებლის შემცირებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა;
  • არასაპატიმრო სასჯელების გაძლიერება და რეალური ალტერნატიული სასჯელების დანერგვა;
  • საგანგებო გეგმა ადამიანის უფლებათა დასაცავად არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აღსრულების პროცესში;
  • თანამშრომლობის ქსელის გაძლიერება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პროცესში;
  • პრობაციის სისტემის ბენეფიციარებთან, ოჯახის წევრებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია;
  • ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება პრობაციის აღსრულების პროცესში;
  • ინდივიდუალური და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში;
  • მოწყვლადი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებები და თანასწორობის უზრუნველყოფა არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისას;
  • თანამშრომელთა აღჭურვა და მზაობა კრიზისზე რეაგირებისთვის;
  • საუკეთესო პრაქტიკის განგრძობად რეჟიმში შესწავლა, პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის სამომავლო განვითარებისათვის;

გზამკვლევი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ყირგიზეთის, უნგრეთის, პორტუგალიის წარმომადგენლებმა და ყურადღება გამახვილდა კვლევაზე, რომელიც ციხის საერთაშორისო რეფორმის მიერ მომზადდა COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აღსრულების პროცესში.

კვლევის ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Top