აგვისტო 23, 2021

ჩვენ შესახებ

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი ახალი შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელის მთავარი მიზანიც, საქართველოში დემოკრატიზაციისა და მდგრადი განვითარების პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის ადამიანის უფლებების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

ჩვენი ორგანიზაციის მიზნებია:

  • დემოკრატიული ღირებულებების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის: ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკანონმდებლო  და სხვა სახელმწიფო ორგანოების მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და გაძლიერება;
  • ღია მმართველობის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების ღიაობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
  • კანონის უზენაესობის, სამართლიანი მართლმსაჯულების, სამართლიანი და ობიექტური გამოძიების, საპროკურორო საქმიანობის და სასამრთლო ხელისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • კრიმინოლოგიური კვლევებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა;
  • დანაშაულის პრევენციის, საპატიმრო, არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, არსებული სისტემის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, დაზარალებულთა, მოწმეთა და მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობში მყოფი პირების უფლებების დაცვა, მათი რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის, განათლების, ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებისა და პროგრამების საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია, განვითარება და მხარდაჭერა;
  • ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, საერთაშორისო კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, ეროვნული, ენობრივი, ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება, მხარდაჭერა, განვითარების ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
  • საზოგადოებრივი მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა.

Top