სიახლეები

ბლოგი

პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი ეხმაურება 2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებულ, პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია სამართალდამცავის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტები და კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, ის რომ ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანზე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირზე.გარდა ძალადობის ფაქტისა მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისიც, რომ კადრებში იკვეთება პოლიციის მხრიდან სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც, როგორიცაა არასრულწლოვანთან არასათანადო კომუნიკაციის ფაქტი; არასრულწლოვნის ხელით გაკავების ფაქტი, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გაუტოლდეს დაკავებას; აგრეთვე

კრიზისის მართვა არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აღსრულების პროცესში

მიმდინარე წლის 20 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაციის – ციხის საერთაშორისო რეფორმის ინიციატივითა და ძალისხმევით საინტერესო შეხვედრა შედგა პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პროცესში კრიზისის მართვისა და კრიზისისთვის მზაობის საკითხებზე.შეხვედრაში მონაწილეობა ევროპისა და აზიის ქვეყნების სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინტიტუტის ხელმძღვანელმაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სისტემაში კრიზისის მართვის 10 პუნქტიან გეგმას, რომელიც ციხის საერთაშორისო რეფორმის მიერ მომზადდა COVID-19 პანდემიის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მოიცავს ისეთ პუნქტებს როგორიცაა: პატიმრობის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის და მის ნაცვლად ორი ახალი ორგანიზაციების შექმნის შესახებ. პროცესები ფორსირებულად, სულ რამდენიმე დღეში წარიმართა, ნიშანდობლივია ისიც, რომ განხილვა წინასაახალწლო დღეებს და სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს დაემთხვა და შესაბამისად კანონპროექტის ანალიზის და რეკომენდაციების წარდგენის საშუალება არ ჰქონიათ დარგის ექსპერტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. საბოლოო ჯამში სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის მწვავე პროტესტის

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის დაფუძნება

2021 წლის დეკემბრის თვეში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია – „დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი“ იგი ახალი შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა და გამოცდილი კადრებით, რომელთაც აქვთ მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორშიც, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციებში. ჩვენი მიზანია: საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის: ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკანონმდებლო  და სხვა სახელმწიფო ორგანოების მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და გაძლიერება; აგრეთვე, ღია მმართველობის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების ღიაობისა

Top